Whirlpool WHC20 T573 Fridge/freezer combination Manual

Add to My manuals
4 Pages

advertisement

Whirlpool WHC20 T573 Fridge/freezer combination Manual | Manualzz
KA
მოკლე სახელმძღვანელო
მადლობას მოგახსენებთ WHIRLPOOL-ის
პროდუქტის შეძენისთვის
უფრო სრულყოფილი დახმარების მისაღებად,
დაარეგისტრირეთ თქვენი პროდუქტი
ვებსაიტზე www‌.‌whirlpool‌.‌eu/‌register
მოწყობილობის გამოყენებამდე ყურადღებით
წაიკითხეთ უსაფრთხოების ინსტრუქცია.
პირველი სარგებლობისას
მოწყობილობის დამონტაჟების შემდეგ, დაელოდეთ
მინიმუმ ორი საათი, სანამ ჩართავთ მას ელექტროენერგიის
ქსელში. ჩართეთ მოწყობილობა ელექტროენერგიის ქსელში,
ის ავტომატურად დაიწყებს მუშაობას. საკვების შენახვის
იდეალური ტემპერატურა წინასწარ განსაზღვრულია
ქარხანაში. მოწყობილობის ჩართვის შემდეგ, 4-6 საათის
განმავლობაში უნდა დაელოდოთ, სანამ მოწყობილობის
ტემპერატურა მიაღწევს ნორმალურ მაჩვენებელს.
განათავსეთ ანტიბაქტერიული სუნის საწინააღმდეგო
ფილტრი ვენტილატორში, როგორც ეს ნაჩვენებია ფილტრის
შეფუთვაზე (თუ ის ხელმისაწვდომია). თუ გაიგონებთ
ხმოვან სიგნალს, ეს ნიშნავს, რომ ჩაირთო ტემპერატურის
განგაშის ზარი: დააჭირეთ ღილაკს ხმოვანი სიგნალიზაციის
გამორთვისთვის.
მართვის პანელი
1. 2.
3.
4. 5.
6. 7. 8.
9.
1.
2.
3.
4.
5.
14.
13.
12.
11.
10.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
მაცივრის კამერის ტემპერატურა
შესაძლებელია განსხვავებული ტემპერატურის
დაყენება (14) ღილაკის მეშვეობით.
რეკომენდებული პარამეტრები: +4°C
FAST COOL (სწრაფი გაგრილება)
დააჭირეთ ღილაკს (14) 3 წამის განმავლობაში სამაცივრო
განყოფილების სწრაფი გაგრილებისთვის. როდესაც ფუნქცია
ჩართულია, ხატულა (2) აინთება .
ფუნქცია ავტომატურად გამოირთვება 6 საათის შემდეგ, ან
მანუალურად ღილაკზე 14 3 წამის განმავლობაში დაჭერით.
ჩართვა/მოლოდინის რეჟიმი
დააჭირეთ ღილაკს 13 3 წამის განმავლობაში, რათა
ჩართოთ მოწყობილობა ლოდინის რეჟიმში.
ლოდინის რეჟიმში შუქი მაცივრის განყოფილებაში
არ ინთება. დააჭირეთ ღილაკს კიდევ ერთხელ, რათა
მოწყობილობა გაააქტიუროთ.
საყინულე კამერის ტემპერატურა
შესაძლებელია განსხვავებული ტემპერატურის
დაყენება (12) ღილაკის მეშვეობით.
რეკომენდებული პარამეტრები: -18°C
ტემპერატურის ეკრანი
დისპლეიზე გამოისახება სამაცივრო განყოფილების
ტემპერატურა 2°C-დან 8° C-მდე (იხ. მართვის პანელი,
სამაცივრო ტემპერატურის ციფრები 1) და საყინულე
განყოფილების ტემპერატურა -16°C-დან -24°C-მდე (იხ.
მართვის პანელი, საყინულე ტემპერატურის ციფრები 4).
საჭმლის ნარჩენების თავიდან აცილების მიზნით გაეცანით
რეკომენდირებულ პარამეტრებს და შენახვის დროებს,
რომელიც მითითებულია მომხმარებლის ონლაინ
სახელმძღვანელოში.
* ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეულ მოდელებზე
სამაცივრო ტემპერატურის ციფრები
Fast Cool (სწრაფი გაგრილების)
ინდიკატორი
სიზუსტის კონტროლის ინდიკატორი
საყინულეს ტემპერატურის ციფრები
Fast Freeze (სწრაფი გაყინვის)
ინდიკატორი
ღია კარის ინდიკატორი
ბლექაუტის ინდიკატორი
Party (ფართი რეჟიმი) ინდიკატორი
Vacation (დასვენების რეჟიმის)
ინდიკატორი
რეჟიმი ღილაკი
სიგნალის გაჩერების ღილაკი
საყინულეს ტემპერატურა/ Fast Freeze
(სწრაფი გაყინვა) (3 წამი) ღილაკი
ლოდინის (3 წამი) ღილაკი
სამაცივრო ტემპერატურა / Fast
Cool (სწრაფი გაგრილება) (3 წამი)
ღილაკი
FAST FREEZE (სწრაფი გაყინვა)
ეს ფუნქცია რეკომენდებულია ახალი საკვების გასაყინად.
ახალი საკვები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაყინოთ,
საუკეთესო შენახვისთვის და საუკეთესო თვისებების
შენარჩუნებისთვის. დააჭირეთ სუპერ ყინვის ღილაკს (12) 3
წამის განმავლობაში, როდესაც გჭირდებათ ახალი საკვების
გაყინვა ; სწრაფი გაყინვის ინდიკატორი (5) აინთება.
ჩვენ გირჩევთ დააჭიროთ სწრაფი ყინვის ღილაკს 24 საათით
ადრე, სანამ ჩადებთ საკვებს საყინულეში, საყინულის
კამერის მოსამზადებლად საუკეთესო შესაძლო გაყინვის
პირობებისთვის. გირჩევთ გამოიყენოთ ქვედა ყუთი.
შენიშვნა: მოარიდეთ ახალი საკვები უკვე გაყინულთან ახლოს
განთავსებას. გაყინვის სიჩქარის ოპტიმიზაციის მიზნით,
შესაძლებელია უჯრების ამოღება და საჭმლის მოთავსება
კამერის ქვედა ნაწილში.
TURNING OFF THE SOUND ALARM (ხმოვანი
სიგნალის გამორთვა)
ხმოვანი სიგნალის გამოსართველად, უბრალოდ დააჭირეთ
ღილაკს (11).
ღილაკი რეჟიმი
საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ 2 ან მეტი
ხელმისაწვდომი ვარიანტი. რეჟიმი დაჭერის შემდეგ აირჩევა
პირველი ვარიანტი.
რეჟიმი შემდეგი დაჭერა გადაახვევს სხვადასხვა ვარიანტებს.
გადახვევის ციკლი არის:
დააჭირეთ 1: გამოისახება 1-ლი ვარიანტი (ფართი რეჟიმი);
რეჟიმის ღილაკი აინთება
დააჭირეთ 2: გამოისახება 2-ე ვარიანტი (დასვენების რეჟიმი);
რეჟიმის ღილაკი აინთება
დააჭირეთ 3: პარამეტრები გამოირთობა (თუ არჩეულია
რაიმე ვარიანტი); რეჟიმის ღილაკი გამოირთობა
Vacation (დასვენების) რეჟიმი: თქვენ შეგიძლიათ ამ
ფუნქციის გამოყენება, თუ ხანგრძლივი დროით სახლში არ
იქნებით. დისპლეიზე გამოისახება სამაცივრო განყოფილების
ტემპერატურა (+12°C) და აინთება შვებულების რეჟიმი
ხატულა. ამ ფუნქციის აქტივაციის შემდეგ, გამოიღეთ
პროდუქტი სამაცივრო განყოფილებიდან და ორივე კარი
დახურული დატოვეთ - მაცივარი შეინარჩუნებს საჭირო
ტემპერატურას, რათა თავიდან აიცილოთ სუნების
წარმოქმნა. ამის მიუხედავად, საყინულე განყოფილება
რჩება თავიდან შეყვანილ ტემპერატურაზე. ამ ფუნქციის
გააქტიურების შემდეგ რეკომენდირებულია ღრმა
წმენდის ჩატარება (როგორც სამაცივრო, ასევე საყინულე
განყოფილების), რათა თავიდან აიცილოთ ბაქტერიების
გავრცელება.
Party (ფართი) რეჟიმი: გამოიყენეთ ეს ფუნქცია სასმელების
გასაყინად საყინულე განყოფილებაში.
მნიშვნელოვანია: არ დატოვოთ ბოთლი საყინულე
განყოფილებაში, ფუნქციის აქტივაციაზე მეტხანს (30 წუთი).
ხმოვანი სიგნალი შეგატყობინებთ ფუნქციის დასრულების
შემდეგ.
დააჭირეთ ხმოვანი სიგნალიღილაკს ან რეჟიმი ღილაკს
ხმოვანი სიგნალის გამოსართავად.
გაყინვის კონტროლი
ეს ფუნქცია წარმოადგენს მოწინავე ტექნოლოგიას,
რომელიც ამცირებს მინიმუმამდე ტემპერატურის ცვალებადობას
საყინულის მთელ კამერაში . გაყინვისგან დამწვრობა მცირდება
და საკვები ინარჩუნებს პირვანდელ ხარისხსა და ფერს. ეს
ფუნქცია ავტომატურად ჩაირთობა როდესაც ტემპერატურა -22°C
და -24°C შორისაა. თუ ფუნქცია ჩართულია და მომხმარებელი
შეცვლის საყინულის ტემპერატურას სამუშაო ტემპერატურის
ფარგლებს გარეთ, აღნიშნული ფუნქცია ავტომატურად
გამოირთვება. ეს თავისებურება შეგიძლიათ გამორთოთ,
ერთდროულად დააჭირეთ სიგნალის გამორთვა და საყინულე
განყოფილება ღილაკებს 3 წამის განმავლობაში.
6TH SENSE (მე-6 გრძნობა)
საშუალებას იძლევა სწრაფად მიაღწიოთ ოპტიმალურ
პირობებს, მოწყობილობის შიდა ტემპერატურის
თვალსაზრისით.
როგორ შევინახოთ ახალი საკვები და სასმელი
აღნიშვნები
მცირე ცივი ზონა
რეკომენდებულია ტროპიკული ხილის,
ქილების, სასმელის, კვერცხის, სოუსების,
მწნილის, კარაქის, ჯემის შესანახად
ცივი ზონა
რეკომენდებულია ყველის, რძის, ყოველდღიური
საკვების, დელიკატესების, იოგურტის შესანახად
ყველაზე ცივი ზონა
რეკომენდებულია გაყინული ხორცის ნაჭრების,
დესერტების, ხორცისა და თევზის შესანახად.
ხილისა და ბოსტნეულის უჯრა
საყინულის უჯრები
სამაცივრო განყოფილება
Multi Fresh Zone (მულტი ფრეშ ზონა)
3 ტემპერატურის არჩევა ოპტიმალური შენახვისთვის:
ხორცი/თევზი; რძის პროდუქტი; საკვები/ბოსტნეული,
აგრეთვე მწვანილის შესანახი დამატებითი ადგილით.
პარამეტრები:
დაბალი = ხორცი და თევზი
საშუალო = რძის პროდუქტი (ყველი და იოგურტი)
მაღალი = ხილი და ბოსტნეული
“Multi Fresh Zone” (მულტი ფრეშ ზონა) სწორად
ფუნქციონირებისთვის აუცილებელია:
•
მოწყობილობა ჩართული იყოს
•
შემდეგი სპეციალური ფუნქციებიდან ერთ-ერთი არ
იყოს არჩეული: ლოდინი, გაციება, შვებულება (ასეთ
შემთხვევაში ამოიღეთ მასში არსებული საკვები).
* ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეულ მოდელებზე
გაყინვის ზონის უჯრა
(მაქსიმალური სიცივის ზონა)
რეკომენდებულია ნედლი/მომზადებული
საკვების გასაყინად
ჩატვირთვის შეზღუდვები განისაზღვრება კონკრეტული
კონსტრუქციით (კალათები, კონტეინერები, გადასახსნელი
ნაწილები, უჯრები, თაროები, და ა.შ.), ან ჩატვირთვის შეზღუდვები
განისაზღვრება ბუნებრივი ჩატვირთვის შეზღუდვებით.
ჰაერის მრავალნაკადიანი განაწილება
მრავალნაკადიანი განაწილება ხელს უწყობს ცივი ჰაერის
თანაბრად განაწილებას კამერაში პროდუქტის უკეთესი
შენახვის მიზნით. პროდუქტი შეიძლება განთავსდეს
მოწყობილობის ნებისმიერ თაროზე. ყურადღება მიაქციეთ,
რომ ჰაერის განაწილების ნახვრეტები არ ჩაიხერგოს, რომ
უზრუნველყოფილი იყოს ჰაერის თავისუფალი განაწილება.
Humidity control (ტენიანობის მართვა)*
თუ გსურთ ბოსტნეულის შენახვა (რომლისთვის უფრო
ტენიანი გარემოა რეკომენდებული) - მოატრიალეთ
სახელური მარცხნივ, თუ ხილს ინახავთ (რომლისთვის
ნაკლებად ტენიანი გარემოა რეკომენდებული) მოატრიალეთ სახელური მარჯვნივ, ხოლო თუ შერეულად
ხილს და ბოსტნეულს ინახავთ - მოატრიალეთ სახელური
შუა პოზიციაში.
განათების სისტემა (მოდელიდან გამომდინარე)
ეს პროდუქტი შეიცავს G კლასის
ენერგოეფექტურობის მქონე
სინათლის წყაროს
ეს პროდუქტი შეიცავს
ენერგოეფექტურობის A კლასის 2/4
გვერდითი სინათლის წყაროს და G
კლასის ზედა სინათლის წყაროს
ეს პროდუქტი შეიცავს G კლასის
ენერგოეფექტურობის მქონე
სინათლის წყაროს
ეს პროდუქტი შეიცავს G კლასის
ზედა სინათლის წყაროს
საყინულე განყოფილება
Total No Frost (ტოტალური ყინვის) გარეშე სისტემა
Total No Frost (ტოტალური ყინვის) გარეშე სისტემა
ეფექტურად აღკვეთს ყინულის წარმოქმნას, რაც აგაცილებთ
თავიდან ხელით გალღვობას, როგორც საყინულის, ასევე
მაცივრის.
მისი სავენტილაციო სისტემა უზრუნველყოფს ცივი ჰაერის
სრულ მიმოქცევას ორივე კამერაში, რაც აღკვეთს ყინულის
დაგროვებას.
ყინულის კუბიკები*
შეავსეთ ყინულის ავზი 2/3 წყლით და ისევ ჩადეთ საყინულე
განყოფილებაშ.
ყინულის ამოსაღებად არავითარ შემთხვევაში არ
გამოიყენოთ ბასრი ან წვეტიანი საგნები.
ახალი საკვები პროდუქტის რაოდენობა, რომელიც
შეიძლება იყოს გაყინული 12 და 24 საათის განმავლობაში
მითითებულია ფირფიტაზე ტექნიკური მონაცემებით.
ადვილი წვდომის ლანგარი*
საყინულის ხონჩა სასარგებლოა ხშირად გამოსაყენებელ
პროდუქტებზე მარტივად წვდომისთვის, მორჩენილი ან
პატარა ზომის საკვები პროდუქტის გასაყინად ან უბრალოდ
შესანახად.
ზოგადი ინფორმაცია
ყუთები, კალათები და თაროები უნდა დარჩეს მათ
მიმდინარე პოზიციებზე, თუ სხვა რამ არ არის მითითებული
მოცემულ მოკლე სახელმძღვანელოში.
მაცივრის კამერის განათების სისტემაში გამოიყენება
შუქდიოდის ნათურები, რომლებიც უზრუნველყოფენ
უკეთეს განათებას, ვიდრე ტრადიციული ნათურები, და
ასევე ძალიან დაბალ ენერგომოხმარებას.
ექსპლუატაციიდან ამოღება
უტილიზაციის წინ საჭიროა მოხსნათ კარებები და
თავსახურები, რათა ბავშვები ან ცხოველები არ ჩაიკეტონ
მაცივარში.
Fast Freeze Pad (Alu PAD) (სწრაფი გაყინვის ჩასაფენი)*
ლითონის პანელი ეხმარება საკვების სწრაფად გაყინვაში.
ადვილი გაწმენდისთვის ლითონის პანელი შეგიძლიათ
მოხსნათ, ასწიეთ მარცხნიდან კუთხიდან.
ფრეშ ჩასაფენი*
ხილის და ბოსტნეულის უჯრა აღჭურვილია ჰიგიენური
გისოსით. ამ კომოპონენტის განსაკუთრებული
კონსტრუქციის წყალობით ხილი და ბოსტნეული არ ეხება
ბუნებრივ გამონაჟონს (მაგალითად ხილის და ბოსტნეულის
სინესტის წვეთები), რომლებიც გაედინება ჰიგიენური
გისოსის ქვეშ. ჰიგიენური გისოსი დამუშავებულია Microban
SilverShield® ტექნოლოგიით, რომელიც ამცირებს მავნე
ბაქტერიების რაოდენობას გისოსის ზედაპირზე 99.9%-ით,
ხილის და ბოსტნეულის უფრო საიმედოდ შესანახად**.
ჰიგიენური გისოსი შეგიძლიათ ამოიღოთ გასარეცხად
როდესაც ჭუჭყიანი, უბრალოდ ასწიეთ და გამოიღეთ.
მისი გარეცხვა შეგიძლიათ ხელით მხოლოდ წყლით ან
ნეიტრალური ჭურჭლის სარეცხი საშუალებით. შეგიძლიათ
მისი გარეცხვა ასევე ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. გაწმენდის
შემდეგ, უკან შედგმამდე გაამშრალეთ.
უჯრების ამოღება
გამოწიეთ უჯრები ბოლომდე,აწიეთ და გამოიღეთ. მეტი
სივრცის მისაღებად, საყინულის კამერა შეიძლება იყოს
გამოყენებული უჯრების გარეშე.
საკვების ისევ ცხაურებზე/თაროებზე განთავსების შემდეგ,
დარწმუნდით, რომ კარი სწორად დაიხურა.
ხარვეზების აღმოფხვრა
რა უნდა გააკეთოთ, იმ
შემთხვევაში, თუ...
შესაძლო მიზეზები
გადაწყვეტა
მართვის პანელი
გამორთულია,
მოწყობილობა არ
მუშაობს.
მოწყობილობა შეიძლება იყოს
ჩართული/ლოდინის რეჟიმში.
შეიძლება არსებობდეს
ელექტროენერგიის მიწოდებასთან
დაკავშირებული პრობლემა.
გააქტიურეთ მოწყობილობა On/Standby ღილაკით.
დარწმუნდით, რომ:
•
ელექტროენერგია არ არის გათიშული
•
შტეფსელი სწორად არის ჩასმული ელკვების როზეტში
და ელექტროქსელის ორპოლუსიანი ამომრთველი
(ასეთის არსებობის შემთხვევაში) სწორ პოზიციაშია (ე.ი.
მოწყობილობას მიეწოდება ელექტროენერგია);
•
საყოფაცხოვრებო ელექტრული სისტემის დაცვის
მოწყობილობები მუშა მდგომარეობაშია
•
ელექტროკაბელი არ არის დაზიანებული.
** დამოუკიდებლად ტესტირებულია IMSL (შპს Industrial
Microbiological Services, დიდი ბრიტანეთი) ISO 22196
სტანდარტის მიხედვით
რა უნდა გააკეთოთ, იმ
შემთხვევაში, თუ...
შესაძლო მიზეზები
გადაწყვეტა
შიდა განათება არ
მუშაობს.
ნათურა შესაცვლელია.
დაუკავშირდით ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მოწყობილობა შეიძლება იყოს
ჩართული/ლოდინის რეჟიმში.
გააქტიურეთ მოწყობილობა On/Standby ღილაკით.
ტემპერატურა
კამერებში არ არის
საკმარისად დაბალი.
ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს
სხვადასხვა მიზეზით (იხილეთ
“პრობლემების აღმოფხვრა”).
დარწმუნდით, რომ:
•
კარებები სწორადაა დახურული
•
მოწყობილობა არ არის დამონტაჟებული გათბობის
წყაროსთან ახლოს
•
დაყენებული ტემპერატურა ადეკვატურია
•
ჰაერის მიმოქცევა სავენტილაციო ნახვრეტებიდან
მოწყობილობის ძირში არ არის ჩახერგილი.
აპარატის წინა კიდე,
კარის საბჯენის
მამჭიდროებელთან,
ცხელია.
ეს არ წარმოადგენს უწესივრობას.
ეს აღკვეთს კონდენსატის
წარმოქმნას.
პრობლემის გადაჭრა საჭირო არ არის.
ხატულა 6 აინთება,
ციმციმებს და ხმოვანი
სიგნალი ისმის.
კარის გაღების ხმოვანი სიგნალი
იგი გააქტიურდება, როდესაც
კარი გახსნილი რჩება დიდი ხნის
პერიოდის განმავლობაში.
ხმოვანი სიგნალის დეაქტივაციისთვის დახურეთ კარები.
ხატულა 7 აინთება,
ციმციმებს და
ხმოვანი სიგნალი
ისმის და საყინულეს
ტემპერატურის
დისპლეიზე ციმციმებს
არჩეული ტემპერატურა.
ელკვების გამორთვის სიგნალი
იგი გააქტიურებულია
ელექტროენერგიის ხანგრძლივად
უკმარისობის შემთხვევაში, რაც
იწვევს საყინულე განყოფილებაში
ტემპერატურის ზრდას.
შენიშვნა: პროდუქტის
განსხვავებული ტემპერატურის
დაყენება ვერ მოხერხდება, სანამ
არ მოხდება ელკვების გამორთვის
სიგნალის დეაქტივაცია.
ხმოვანი სიგნალის დეაქტივაციამდე, რეკომენდებულია
ყურადღბა მიაქციოთ საყინულის ტემპერატურის დისპლეიზე
ნაჩვენებ ტემპერატურას, რომელიც შეესაბამება ელკვების
გამორთვის დროს საყინულის კამერაში მიღწეულ ყველაზე
მაღალ ტემპერატურას. დააჭირეთ ღილაკს სიგნალის გამორთვა,
რათა გამორთოთ ხმოვანი სიგნალი. ღილაკზე დაჭერის
შემდეგ, ტემპერატურის ეკრანი კვლავ აჩვენებს მითითებულ
ტემპერატურას. თუ საყინულე განყოფილებაში არსებულმა
ტემპერატურამ ჯერ კიდევ არ მიაღწია საკვების შენარჩუნების
ოპტიმალურ მაჩვენებელს, შეიძლება გააქტიურდეს საყინულე
განყოფილების ტემპერატურის ხმოვანი სიგნალიზაცია (იხ.
საყინულე განყოფილების ტემპერატურის სიგნალიზაცია).
საკვების მიღებამდე შეამოწმეთ იგი.
“სიგნალის
გამორთვა” ღილაკი
აინთება, საყინულე
განყოფილების
ტემპერატურის
დისპლეი ციმციმებს და
ხმოვანი სიგნალი ისმის.
საყინულე განყოფილების
ტემპერატურის ხმოვანი სიგნალი
საყინულე განყოფილების
ტემპერატურის სიგნალი
მიუთითებს, რომ საყინულე
განყოფილების ტემპერატურა არ
არის ოპტიმალური. ეს შეიძლება
მოხდეს: პირველად გამოყენებისას,
გალღობის და/ან გაწმენდის შემდეგ,
თუ საყინულეში განთავსდება
დიდი რაოდენობის პროდუქტი, ან
როდესაც საყინულის კარი არ არის
დახურული სწორად.
დააჭირეთ ღილაკს “სიგნალის გამორთვა", რათა გამორთოთ
ხმოვანი სიგნალი: საყინულე განყოფილების ტემპერატურის
დისპლეი წყვეტს ციმციმს. “სიგნალის გამორთვა” ღილაკი
გამოირთობა ავტომატურად, როდესაც მიღწეულია
ოპტიმალური ტემპერატურული პირობები. თუ საყინულე
განყოფილების ტემპერატურის ხმოვანი სიგნალი მაინც
ჩართულია, დაუკავშირდით ავტორიზებულ ტექნიკური
დახმარების სამსახურს.
ასოები “F” და "E"
ციმციმებს დისპლეიზე.
Malfunction alarm (გაუმართაობის
ხმოვანი სიგნალი)
განგაში მიუთითებს ტექნიკური
კომპონენტის გაუმართაობაზე.
დაურეკეთ ავტორიზებულ ტექნიკური დახმარების ცენტრს.
* ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეულ მოდელებზე
პოლიტიკის, სტანდარტული დოკუმენტაციისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ჩვენს
პროდუქტზე:
•
ჩვენი ვებსაიტიდან docs‌.‌whirlpool‌.‌eu
•
QR კოდის გამოყენებით
•
გარდა ამისა, დაუკავშირდით ჩვენს გაყიდვების სამსახურს (იხილეთ ტელეფონის ნომერი
გარანტიის ბროშურაში). ჩვენს გაყიდვების სერვისთან დაკავშირებისას, გთხოვთ, მიუთითოთ
თქვენი პროდუქტის საიდენტიფიკაციო ფირფიტაზე მითითებული კოდები.
ინფორმაციის მიღება მოდელის შესახებ შესაძლებელია ენერგომოხმარების ეტიკეტზე
მითითებული QR-კოდის გამოყენებით. ეტიკეტზე ასევე მითითებულია მოდელის
იდენტიფიკატორი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული კონსულტაციისთვის მონაცემთა
ბაზის პორტალზე: https://eprel.ec.europa.eu.
400011517750

advertisement

Key Features

  • White Built-in 280 L
  • 212 L No Frost (fridge) LED Fridge interior light
  • 68 L Bottom-placed No Frost (freezer) 4* 7 kg/24h
  • D 177 kWh B 32 dB

Related manuals

Download PDF

advertisement